თავდაცვის ახალი საშუალება მოზარდთა ბანდებისგან. მაღაზიების მეპატრონეებმა საკუთარი ქონების გადარჩენის ახალ მეთოდს მიმართეს. თბილისის მაღაზიებში ღამით სულ უფრო ხშირად ნახავთ კარზე დატოვებულ წერილს, რომელიც სავარაუდო მძარცველებს ატყობინებს, რომ სალაროში თანხა არ არის.
იმ ფონზე, რომ პოლიცია არასრულწლოვნების მიმართ უძლურია, მეწარმეები სხვადასხვა და სულ უფრო ორიგინალურ თავდაცვის მეთოდებს მიმართვენ. თუმცა, როგორ გადაწყდება საბოლოოდ პრობლემა, გაურკვეველია. დამნაშავეების გამოვლენის მიუხედავად, მათი დაპატიმრება და პასუხისგებაში მიცემა ვერ ხერხდება.
ვიდეო
