სალავიოვის მხრიდან “სამხედრო ოპერაციის” მოწყობისკენ მოწოდებების შემდეგ, სომხეთში ს ელჩი, სერგეი კოპირკინი, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს

კრემლის პროპაგანდისტის მხრიდან სომხეთში “სამხედრო ოპერაციის” მოწყობისკენ მოწოდებების შემდეგ, სომხეთში ს ელჩი, სერგეი კოპირკინი, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს.
რამდენიმე დღის წინ, რუსმა ტელეწამყვანმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა “საერთაშორისო სამართალი უნდა უგულებელყოს” და განიხილოს სომხეთისა და ცენტრალური აზიის რესპუბლიკების შიდა საქმეებში ძალისმიერი ჩარევის შესაძლებლობა, რათა არ დაუშვას რუსეთმა, რომ ამ ქვეყნებმა კრემლის “გავლენის სფერო” დატოვონ.
“რაც სომხეთში ხდება ჩვენთვის უფრო მეტად მტკივნეულია, ვიდრე ის, რაც ვენესუელაში ხდება. სომხეთის დაკარგვა უზარმაზარი პრობლემაა. […] საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო წესრიგი არარელევანტურია. თუ დაგვჭირდა, რომ დაგვეწყო სტრატეგიული სამხედრო ოპერაცია ში ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მაშინ რატომ არ შეგვიძლია, იგივე მიზეზებით, სტრატეგიული სამხედრო ოპერაცია წამოვიწყოთ ჩვენი გავლენის სფეროს სხვა ნაწილებში?” – თქვა სოლოვიოვმა.
კრემლის პროპაგანდისტის პასუხად, სომხეთის საგარეოთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა, რომელშიც ერევანმა “გამოხატა ღრმა აღშფოთება სახელმწიფო ტელეარხზე გაკეთებული განცხადებების მიმართ.” სომხეთის საგარეო სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი წინადადებები შეუსაბამობაშია მოსკოვსა და ერევანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებთან.
ცნობისთვის, სომხეთი ფორმალურად კვლავ რჩება რუსეთის მოკავშირედ ერთობლივი უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა (ОДКБ) და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში.
თუმცა, გასული წლის ნოემბერში სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა თქვა, სომხეთი ОДКБ-დან დე-ფაქტო გამოსულია. სომხეთმა -სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტიური გაღრმავება მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციების დროს რუსეთმა ერევანს ფაქტობრივად ვერანაირი დახმარება ვერ გაუწია.
2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ ერევანში მიაჩნდათ, რომ მოსკოვმა და ОДКБ-მ მთიან ყარაბაღთან მიმართებაში უმოქმედობა გამოიჩინეს. ორგანიზაცია უმოქმედოდ შეხვდა 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე ჩატარებულ საბრძოლო მოქმედებებსაც. თავის მხრივ, კრემლი უკმაყოფილოა, რომ სომხეთი დასავლეთთან კავშირებს ამყარებს. უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზია ისიც, რომ სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტს შეუერთდა. ამავდროულად, რუსულ ტელეარხებზე ხშირად აკრიტიკებენ ს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.