საკუთრების უფლების დაცულობით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია

საკუთრების უფლების დაცულობით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, საკუთრების უფლების დაცულობის რეიტინგს აქვეყნებს.
https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/
ინდიკატორის მეთოდოლოგია ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და ორგანიზაცია Prindex-ის თემატურ გამოკითხვებს. კვლევები ეხება ერთის მხრივ იმის დადგენას თუ რამდენად არის დაცული საკუთრების უფლება ქვეყანაში, მეორეს მხრივ კი გარკვევას იმისა, თუ მესაკუთრეების შეფასებით, რამდენად სავარაუდოა, რომ მათ მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაკარგონ ქონების ან ქონების ნაწილის გამოყენების უფლება მათი ნების საწინააღმდეგოდ.
საკუთრების უფლების დაცულობით გლობალურ რეიტინგში საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო, მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე მოხვდა, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის კი საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილზე გამწესდა.
საქართველო უსწრებს OECD-ის, ევროკავშირის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ხორვატია, ლატვია, საბერძნეთი, კვიპროსი, მალტა, უნგრეთი, , რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი, სამხრეთ კორეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს