“საკუთარ, სამარცხვინოდ ქცეულ პარტიას მიხედოს” – ანა ბუჩუკური სააკაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნის შესახებ

მსჯავრდადებული ს მიერ, ოპოზიციისთვის შეთავაზებულ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნას, პოლიტიკოსები ეხმიანებიან. ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილისთვის, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ნებისმიერი სახით თანამშრომლობა მიუღებელია, მეორე ნაწილი კი ე.წ. სუპერ პაკის იდეასთან დაკავშირებით ინიციატივის დეტალებს ელოდება. ახალი ოპოზიციური გაერთიანების შესახებ წინადადებას არასერიოზულად აღიქვამენ მმართველ გუნდში.
სააკაშვილის ინიციატივა მიუღებელია პარტია “საქართველოსთვის” წევრის ანა ბუჩუკურისთვის. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც სააკაშვილის ინიციატივას მოიწონებს, თავის გადაწყვეტილებით “ქართულ ოცნებას” დაეხმარება.
“საკუთარ, სამარცხვინოდ ქცეულ პარტიას მიხედოს. ოპოზიცია, რომელიც ამ სპექტაკლში მიიღებს მონაწილეობას შეგნებულად ან სასარგებლო იდიოტის როლის შესრულებით, ხელს გაუწვდის და დაეხმარება “ოცნების” ხელისუფლებას”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
პარტია “გირჩის” წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით კი, დეტალების გავრცელებისა და დაზუსტების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას შეუერთდებიან, თუ არა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას.
“სადმე თუ დავინახავთ, რომ საქმეზე ლაპარაკის ან პოზიციის გამოთქმის საშუალებაა, ნებისმიერ თემაზე, არსად დაგვეზარება მისვლა და თქმა, იქნება ეს “ქართული ოცნების”, თუ “ნაციონალური მოძრაობის” პროცესი. სააკაშვილის განცხადებას თუ მოჰყვება რეალური ქმედითი ნაბიჯები, გვეცოდინება რა თემებზეა საუბარი, ვინ არის, რა არის, როგორ ხდება ამბავი, მაგის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი აშშ-ში ვიზიტზე – მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო

არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და უარს ეუბნება კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას