საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ? – გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობაზე“

როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა ში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ? – ამ ის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, არ იქნება გასაკვირი, ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა „ვითომ მეომრების” დაგეგმილი რომ იყოს.
„მეტი წილი ეს ვითომ მეომრები, ყველაზე არ ვსაუბრობ, ერთი მიზეზით არიან იქ, თავიანთი გამოცდილება არეულობისათვის გამოიყენონ საქართველოში.
პუტჩის გამოცდილება და პუტჩის მონაწილეები კიდევ, ოხრად ჰყავთ პარტიაში და პარტიის ლიდერშიფში. სრულიად არ გამკვირვებია, მაგ ნახირს ბიძინაზე თავდასხმა რომ დაეგეგმათ. მაგრამ ვერ ეღირსებიან მაგ მიზნის მიღწევას, ეს ჩანასახშივე უნდა იცოდნენ ამ გარეწრებმა.”- წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – სჯობს, ხალხის მაქსიმალურ მობილიზაციაზე ვიფიქროთ და შემდეგ ძალიან მარტივად შევთანხმდებით კოალიციურ მთავრობაზე – არ არის სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო

თინა ბოკუჩავა – დღეს, როცა არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, გენერალური ამოცანა, რომელზეც ჩვენ ვართ ფოკუსირებული, არის საერთო ოპოზიციური ეროვნული გამარჯვების მოტანა ერთიანობით