საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების დაცვა როდის გახდა მოღალატეობა, ჩვენ შევიჭერით რუსეთის ტერიტორიაზე? – დავით კირკიტაძე “ხალხის ძალის” განცხადებას პასუხობს

“ხალხის ძალის” განცხადებას, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებაზეა საუბარი, ოპოზიციაში პასუხობენ. თავად ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების დაცვა მოღალატეობა არ არის:
“საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების დაცვა როდის გახდა მოღალატეობა. ჩვენ შევიჭერით ს ტერიტორიაზე? ჩვენ, ჩვენი ქვეყანა დავიცავით. “ხალხის ძალას” აქვს “ქართული ოცნებისგან” ერთი პლიუსი, ისინი რასაც ფიქრობენ იმას საუბრობენ და არ მალავენ თავიანთ პრორუსულობას,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი დავით კირკიტაძე.
“ხალხის ძალის” განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო ს შემდგომი პერიოდი იქნება საუკეთესო დრო “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებისთვის და პოლარიზაციის დასასრულებლად.