საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო არ ასრულებს მითითებას „შეეხიდოს“ ს და აქ მეორე ფრონტი გახსნას

საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო არ ასრულებს მითითებას „შეეხიდოს“ ს და აქ მეორე ფრონტი გახსნას
„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი ქვეყნის ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საფრთხეზე საუბრობს და მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წერილის კომენტირებისას განაცხადა, უცხოური ძალების მხრიდან ამ მიმართულებით ძალისხმევა შენელებული არ არის. მიხეილ ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების თემა, კერძოდ მისი წინასწარ გაყალბებულად გამოცხადება, იქნება ერთ-ერთი შესაძლებლობა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლების შეცვლა.
„ომი უკრაინაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და რა თქმა უნდა [უცხოური ძალების მხრიდან], არის ინტერესი საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, რადგან ეს ხელისუფლება იცავს მშვიდობას. საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო არ ასრულებს მითითებას „შეეხიდოს“ უკრაინას და აქ მეორე ფრონტი გახსნას. საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ ეს ძალისხმევა არ შენელებულა და გამოიჩინონ სიფრთხილე. ეს ყველაფერი ეხება არჩევნების თემას, რადგან გადაწყვიტეს, რომ წინასწარ გაყალბებებზე საუბრით ძალადობრივი გზებით შეცვალონ არჩევნების შედეგები, რათა როგორმე მოხდეს მოქმედი ხელისუფლების ცვლილება,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
Previous: საქართველოს მიმართ დღეს, გარკვეული ძალების მხრიდან, რომელსაც პირობითად “გლობალური ომის პარტიას” ვუწოდებთ, არის ომში ჩართვის ინტერესი, სხვა ვერსია არ არსებობს – მაშინ, ვინმემ გასცეს პასუხი კითხვაზე, რატომ აკრიტიკებენ და ექცევიან საქართველოს უსამართლოდ?

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა