პარლამენტის აპარატის თანამშრომელმა ალექსანდრე ძაძამიამ სამსახური დატოვა.
განცხადება სამსახურიდან დატოვების შესახებ თავად ალექსანდრე ძაძამიამ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე. გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ალექსანდრე ძაძამია სამსახური 2 დეკემბერს, ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე დატოვა.
„საკუთარი სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია!“ – დაწერა LinkedIn-ზე ალექსანდრე ძაძამიამ.
ალექსანდრე ძაძამია პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი იყო.
