“საკუთარი ოჯახების სიწმინდის დაცვა, რომელსაც ქუჩაში მანიფესტაცია სჭირდება, ალბათ არ გულისხმობს სხვისი ოჯახების განადგურებას, რომლითაც ახალა სოციალურ ქსელებში გვემუქრებიან”

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო! ეგებ თქვენს მრევლს უფრო კარგად განუმარტოთ რას გულისხმობთ ოჯახის სიწინდის დღეში. საკუთარი ოჯახების სიწმინდის დაცვა, რომელსაც ქუჩაში მანიფესტაცია სჭირდება, ალბათ არ გულისხმობს სხვისი ოჯახების განადგურებას, რომლითაც ახალა სოციალურ ქსელებში გვემუქრებიან ამ მანიფესტაციის პოტენციური მონაწილეები. ზოგიერთი მღვდელმთავრისაგან განსხვავებით, მე კარგად მახსოვს როგორ გაჩნდა ამ დღის აღნიშვნის იდეა და ის ნამდვილად არ გულისხმობდა ერის კიდევ უფრო მეტ გახლეჩას და დაპირისპირებას.. ნუ დაამსგავსებთ ამ დღეს ზოგიერთ ხალხებში დღემდე შემორჩენილ ტრადიციას, ქორწინების შემდეგ ქალწულებრივი სიწმინდის მტკიცებულებას გარეთ რომ გამოფენენ. საკუთარი ოჯახის სიწმინდე სხვისი შეურაცხყოფით არ იზომება. სიყვარულის გარეშე არც ოჯახია ოჯახი და არც ადამიანი ადამიანი. უხერხულია ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულების შედეგად შექმნილი ოჯახის სიწმინდეს ქუჩაში მსვლელობით ამტკიცებდე და პოლიტიკის ნაწილად აქცევდე. ერესია ეს, მაგრამ ამის დროც მოვა, ამაზე ვილაპარაკოთ. ახლა კი მოიღეთ მოწყალება და ქუჩაში რომ გამოფენთ იმ ხალხს კარაგად აუხსენით, რომ სხვის ჯინაზე არც სიყვარული ვარგა და ვერც ოჯახი გახდება უფრო ” წმინდა” ,” – წერს სოციალურ ქსელში თეოლოგი ლელა ჯეჯელავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს – ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან