“საკუთარი თავის აჩრდილია, ასე თამაში მიუღებელია” – იტალიელმა ჟურნალისტმა “ნაპოლის” ფეხბურთელი გააკრიტიკა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონელო პერილიომ “ნაპოლისა” და “ტორინოს” (1:1) მატჩი შეაფასა.
მისი თქმით, მოედანზე საუკეთესო იყო, თუმცა პიოტრ ზელინსკის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს.
“ნაპოლის” ამ თამაშის მოგება ძალიან სჭირდებოდა, კვარაცხელიამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა და გუნდს ულიდერა, თუმცა დაცვაში უყურადღებობამ ყველაფერი შეცვალა.
ზელინსკის თამაში არადამაკმაყოფილებელია, პოლონელი საკუთარი თავის აჩრდილია. ხვიჩა ნამდვილად საუკეთესო იყო და “ტორინოს” მცველებს მუდამ პრობლემებს უქმნიდა”, – განაცხადა პერილიომ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-7 ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ