საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ონიანი ინიციატივით გამოდის, 5 თვის განმავლობაში, თბილისში მცხოვრებ ვეტერანებს კომუნალური ხარჯები 200 ლარის ოდენობით დაუსუბსიდირდეთ

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ონიანი ინიციატივით გამოდის, 5 თვის ვადით, თბილისში მცხოვრებ ვეტერანებს კომუნალური ხარჯები 200 ლარის ოდენობით დაუსუბსიდირდეთ.
როგორც ონიანმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, კარგი იქნება თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში ეს თანხა თუ იქნება გათვალისწინებული.
„საქართველოში ვეტერანები ძალიან მძიმე დღეში არიან. მინდა გთხოვოთ, ამ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს ამ ადამიანებისთვის, 5 თვის ვადით, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება 200 ლარის ოდენობით. ეს არ არის დიდ თანხაზე საუბარი, 6 და 8 მილიონი არ არის ის თანხა, რომლის გამოყოფაც არ შეიძლება“, – აღნიშნა ონიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ