საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ზურაბ აბაშიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ „სადიზმის მაგალითი“ უწოდა.
„სადიზმი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. ეს დადასტურებული ფაქტია. სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდით. იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოიხადოთ, მოინანიოთ, თქვათ, რომ მძიმე წარსულია და როგორღაც ვეცდებით, რომ ეს გამოვასწოროთ, იქით საუბრობთ აბსურდულ რაღაცებზე“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძეს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა უპასუხა.
„არ გაქვთ ნანახი კადრები თქვენიანები როგორ სცემენ ახალგაზრდებს? თუ თქვენ გცემდნენ, იმავეს რატომ იმეორებთ? ძალადობა ძალადობაა. რაც ცუდი იყო, ის კი არა, კარგი უნდა გადმოიღოთ. თქვენთვის ძალადობა „მოსულა“ და სხვისთვის არა?“, – მიმართა ლილე ლიპარტელიანმა ზურაბ აბაშიძეს.
ამასთან, საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ დიალოგს „უხერხული“ უწოდა.
საბოლოოდ, სიტყვიერი დაპირისპირების შეწყვეტისკენ დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება