საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა. პროექტს მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო 5.
პროექტის თანახმად, თბილისის ცენტრში 2 ცათამბჯენი აშენდება. 52 და 40-სართულიან შენობებში 1 000-1 000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება.
შეგახსენებთ, რომ სხდომაზე საკრებულოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს.