საკოორდინაციო შტაბი – რუსეთის ტყვეობაში, ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 184 უკრაინელი დაიღუპა

2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის ოქტომბრის ბოლომდე უკრაინაში რუსეთის ტყვეობაში მოკლული 184 უკრაინელის ცხედარი დააბრუნეს, – ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა მედია ინიციატივა“ ომის ტყვეთა მიმართ მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტყვეობაში დაღუპულებს შორის 169 სამხედრო და 15 მშვიდობიანი მოქალაქეა.
„ადამიანის უფლებათა მედია ინიციატივაში“ აცხადებენ, რომ ტყვეობაში დაღუპული უკრაინელების რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი იქნება. ორგანიზაციამ შეაგროვა მტკიცებულებები 122 უკრაინელი ჯარისკაცისგან, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდნენ. მათ ჩვენებებში საუბარია სისტემურ წამებაზე, გარე სამყაროსთან იზოლაციასა და ადეკვატური სამედიცინო დახმარების არარსებობაზე.
ამასთან, დაფიქსირდა არაადამიანური პირობებისა და ტყვეობის ადგილებში წამების გამო ტყვეების გარდაცვალების არაერთი შემთხვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩხვირკია: 2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად – თუ აქ, ათონელის სასახლესთან ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო