საკონტრეილერო გადაზიდვების პროექტის განხორციელების დაპირება დღემდე შეუსრულებელია – TCRC

დაპირება, – შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე, საკონტრეილერო გადაზიდვების პროექტის განხორციელების შესახებ, დღემდე შეუსრულებელია.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ (TCRC), გთავაზობთ, შუა დერეფნის საქართველო – აზერბაიჯანის მონაკვეთზე, ინოვაციური – საკონტრეილერო გადაზიდვების პროექტის, დანერგვის შესახებ, მიმოხილვით ანალიზს.
“კონტრეილერი – სადღეისოდ ერთ – ერთი ინოვაციური და მოთხოვნადი ტრენდია გადაზიდვებში. რომელიც წარმოადგენს, სატვირთო ავტომობილის გამწევით ან გამწევის გარეშე, სპეციალიზირებულ სარკინიგზო პლატფორმაზე განთავსებულ, სატვირთო ავტოტრანსპორტის მისაბმელს. საკონტრეილერო გადაზიდვა, ტვირთების ეკოლოგიურ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას მოიაზრებს. ასეთი ტიპის გადაზიდვები, ევროპაში, ამერიკაში და კანადაში ნახევარი საუკუნის უკან დაინერგა. დიდი განვითარება ჰპოვა ევროპაში, ძირითად პან ევროპულ დერეფნებში.ევროკავშირი, საკანონმდებლო დონეზე, მუდმივად აფართოებს და ნერგავს ასეთ გადაზიდვებს. მაგალითისთვის, კრძალავს შაბათ – კვირას ავტოტრანსპორტის მოძრაობას, ზღუდავს სატრანსპორო საშუალების ღერძზე მოსულ დატვირთვებს.ევროპულ სივრცესთან კავშირებადობის თვალსაზრისით, საკონტრეილერო გადაზიდვების პროექტის განვითარება, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. მარტივად, რომ წარმოვიდგინოთ გადაზიდვის პროცესი – ს ან/და ს ნავსადგურში, ევროპიდან მიღებული სატვირთო ავტომობილი, დაიდება მატარებელზე და დაუბრკოლებლად, სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდოთ აზერბაიჯანამდე,” – წერია “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ მიმოხილვაში და იქვე საუბარია იმ პერსპექტივაზეც, რაც უკავშირდება ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართულებით რეგულარულ საკონტრეილერო მატარებლის დანიშვნას.
“პერსექტივაში ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართულებითაც შესაძლებელია რეგულარული საკონტრეილერო მატარებლის დანიშვნა. ასეთ პროექტს, ზამთრის პერიოდში, დამატებით მიმზიდველობა გააჩნია, იმ ვითარებაში, როდესაც მუდმივად იკეტება რიკოთის უღელტეხილი და სატვირთო ავტოტრანსპორტის რიგებია, დაუბრკოლებლივ, ერთ დღეში, ავტოტრანსპორტით დატვირთული მატარებელი, შესაძლებელია აღმოჩნდეს აზერბაიჯანში და შემდგომ განაგრძოს სვლა – გეზი. საკონტრეილერო გადაზიდვების ინოვაციური პროექტის დანერგვა, თავის მხრივ ითვალისწინებს, გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს და უზრუნველყობს საზღვრებზე ავტოტრანსპორტის რიგების შემცირებას. უქმდება საავტომობილო ტრანსპორტისათვით გადაზიდვისას, დამახასიათებელი თანმდევი ხარჯები. დეფიციტური ერთჯერადი ნებართვა, ტრანზიტის და პარკის გადასახადი. რაც მთავარია, საწვავის ხარჯი პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი. ყოველი ზემოჩამოთვლილი ხარჯების გაუქმებით, იზრდება გადამზიდავის კონკურენტუნარიანობა და დერეფანი იძენს დამატებით მიმზიდველობას.პროექტის მნიშვნელობაზე და განხორციელების ვადებზე საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა, ჯერ კიდევ, 2020 წელს საუბრობდა – „პროექტი რკინიგზაში ფორსირებულად განიხილება, მაქსიმალურად ვცდილობთ, უმოკლეს ვადაში ბათუმსა და რუსთავში მოვაწყოთ ტერმინალები, სადაც განხორციელდება სატრანზიტო საავტომობილო გზავნილების რკინიგზის საკონტრეილერო პლატფორმებზე დატვირთვა და გადაზიდვა ორივე მიმართულებით.“ – განმარტავს TCRC.
ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ დღემდე პროექტის განსახორციელებლად არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის სპეციალიზირებული პლატფორმების შეძენა არ განხორციელებულა.
“პროექტის მიმზიდველობაზე, პრემიერი ი. 2024 წლის სამთავრობო პროგრამაში აცხადებდა, ა მ ო ნ ა რ ი დ ი – „სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვების წილის გასაზრდელად, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის ცვეთისა და გადატვირთვის შესამცირებლად, გაგრძელდება მუშაობა საკონტრეილერო გადაზიდვების განვითარების კუთხით. ამ მხრივ, 2024 წელს იგეგმება საქართველოსა და აზერბაიჯანში საკონტრეილერო გადაზიდვების განვითარების შესახებ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება”. დღემდე გაურვეველია სახელმწიფოს პოზიცია, რა ბედი ეწევა საკონტრეილერო გადაზიდვების პროექტს ?!” – აცხადებენ ორგანიზაციაში და ასკვნიან, რომ საკონტრეილერო გადაზიდვების პროექტის დანერგვა ხელს შეუწყობს ევროპულ სივრცესთან კავშირებადობის გაძლიერებას, ასევე დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.