საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა ევროკავშირში შესვლის შესახებ რეფერენდუმში მოლდოვის თანხმობა

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ 31 ოქტომბერს დაამტკიცა ქვეყნის 26 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგი ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ.
სასამართლომ დაამტკიცა ადრე გამოცხადებული შედეგები, რომლის თანახმადაც, რეფერენდუმში ამომრჩეველთა 50.38 პროცენტმა ხმა მისცა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას. მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმს არ აქვს იურიდიული გავლენა მოლდოვის მოლაპარაკებებზე ბრიუსელთან, რეფერენდუმის შედეგი – ევროკავშირში ინტეგრაციისთვის დასტური ძალიან მცირე უპირატესობით – მოულოდნელი იყო ბევრი დამკვირვებლისთვის, რომლებიც უფრო გადამწყვეტ შედეგს ელოდნენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
პროევროპულმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ კენჭისყრაზე მოხდა “უპრეცედენტო” თავდასხმა “კრიმინალური დაჯგუფებების” მხრიდან, რომლებიც, მისი თქმით, ცდილობდნენ ეყიდათ 300 000 ხმა ათობით მილიონ ევროდ, “დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრის” მცდელობით.

ასევე დაგაინტერესებთ

“გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი ჩემს მიკედლებულ ძაღლებს, ვერსად ვნახე. ძიებისას მერიის წინ ვნახე დამჭერების ჯგუფი. მივირბინე, ვემუდარებოდი და ვეხვეწებოდი ეჩვენებინათ ძაღლები და არ წაეყვანათ უკვე გასტერილებული/აცრილი ცხოველები” (ვიდეო)

ბაია კვიციანი თამარ ბაგრატიონზე – პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას ვაშინგტონში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა