საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია დაინიშნა

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
“საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა 5 წლის ვადით”, – წერია განცხადებაში.
რევაზ ნადარაია 2017-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ხოლო 2019 წელს საპროკურორო საბჭოს წევრი იყო.