საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები აქცია – პერფორმანსს მართავენ

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები აქცია – პერფორმანსს მართავენ. მათი განცხადებით, აღნიშნული ფორმით მოსამართლე მერაბ ტურავას „გაცილებას უწყობენ”. როგორც ისინი ამბობენ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება დღეს ეწურება.
„უნდა იცოდნენ, რომ საქართველო ცივილურ სამყაროს მაინც არ ჩამოშორდება. ქვეყანას არ დავუთმობთ. აქ ვართ და რეჟიმის მოსამართლეს ვაცილებთ, რომელიც კრემლის მსახურია. მერაბ ტურავას ბოლო სამუშაო დღეა, მას გაცილების ფურშეტს უწყობენ. აუცილებლად ყველანი გასამართლდება”, – აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი – პასპორტი გაძვირებამდე იყო 100 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი; პირადობის მოწმობა გაძვირებამდე იყო 30 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 60 ლარი…”

ლევან ღამბაშიძე: თუ ვინმეა საქართველოში არაკონსტიტუციური ძალა, ეს არის ქართული ოცნება და კი, მეც მიმაჩნია, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ყველა ტყვე არ გათავისუფლდება და ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები