საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეებმა ერთობლივი გაცხადებაა გააკეთეს.
ისინი აჭარის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვენ.
მათი თქმით, გასული წლის 11-12 იანვარს აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებზე, მათ შორის მზია ამაღლობელზე, პოლიციის შენობაში ძალადობა მოხდა. აქციის მონაწილეები, აღნიშნული ფაქტების გამოძიებას მოითხოვენ.
„ერთი წლის წინ, ამ ქალაქში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, რამდენიმე დანაშაული მოხდა. 11-12 იანვარს 20-მდე მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, ასევე, შსს-ს შენობაში ძალადობა მოხდა დაკავებულების მიმართ.
მზია ამაღლობელზე, ირაკლი დგებუაძემ იძალადა, ერთი წელი გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ვიდეო კამერა იღებდა, მათიც და ჩვენიც, გამოძიება არ დაწყებულა დამნაშავეების წინააღმდეგ. პირიქით, მზია ამაღლობელი მთავარი მსხვერპლია ერთგვარი სპეცოპერაციის, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა პროევროპული აქციის მონაწილეების მიმართ ჩაატარეს, ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში დადგება დრო როდესაც სამართლიანი სასამართლოს პირობებში, “ქართული ოცნების” სხვა უამრავი დანაშაულის გამო აუცილებლად ყველა დაისჯება კანონის შესაბამისად”,- აცხადებს აქციის მონაწილე, ციალა ქათამიძე.




