ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დაკავებულმა, ლუკა ნაცვლიშვილმა, 12 დღიანი პატიმრობის შემდეგ, ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.
,,ივანიშვილმა, პოლიტიკურ კლანთან ერთად, ქვეყანაში გააქრო პოლიცია და მასთან ერთად სამართალიც, როცა ამდენი ადამიანი იდეის გარშემო ირკიბება, შეუძლებელია არ მიაღწიონ მიზანს. ქართული საზოგადოება იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანაში აღდგება პოლიციაც და სამართალიც. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“, – თქვა ლუკა ნაცვლიშვილმა იზოლატორის დატოვების შემდეგ.
