საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ შეაჩერა

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გასაჩივრებული ნორმები საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდეს. თუმცა მიიღო გადაწყვეტილება სარჩელი ნაწილობრივ წარმოებაში მიიღოს.
მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
საკონსტიტუციოს თანახმად, საქმეზე დაიწყება არსებითი განხილვა, განხილვამდე კი არ დაკმაყოფილდება მოსარჩელეების შუამდგომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ.
კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული – პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის. საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის შესახებ კანონზე შესული 4 – პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდა და 29 აგვისტოს განხილვა დაიწყო. 3-დღიანი განხილვის შემდეგ პლენუმი სათათბიროდ გავიდა. მოსარჩელეები ითხოვდნენ კანონის მოქმედების შეჩერებას მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს ბანერები ზიზღის კამპანიის ერთ-ერთი გამოხატულებაა და ვხედავთ, რომ დამკვირვებლებისგან რეაგირება არის ნული – ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რატომ არ შეიძლება უცხოელი იყოს აქტიური არჩევნებში

სამარცხვინოა, რომ ქართველ ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, სამართლიანი სასჯელისგან მის დახსნას ცდილობენ