საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შეჩერებაზე განხილვა დღეს 11:00 საათიდან გაგრძელდება.
სასამართლოში საკითხს განიხილავს პლენუმი მოსამართლეების შემადგენლობით: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.
პლენუმის შემადგენლობაშია მოსამართლე ირინე იმერლიშვილიც, რომელიც გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრებოდა.
როგორც მოსამართლე მერაბ ტურავამ გუშინდელ თქვა, დღეს სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიც იქნებიან.
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული – პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის.
მერაბ ტურავას თქმით, კანონის წინააღმდეგ მეხუთე სარჩელიც შევიდა, რომელიც საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას ეკუთვნის, თუმცა ის ჯერ არ დარეგისტრირებულა.