უკვე 21 წელია, რაც ბათუმში საკონდიტრო „დონა“ მომხმარებლებს საფირმო ტკბილეულით უმასპინძლდება. ყველაფერი ძალიან პატარა სივრციდან დაიწყო, სადაც სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, დღეს კი დონა, სამი ფილიალით და 200-მდე თანამშრომლით, ქალაქის გამორჩეულ სიმბოლოდ იქცა.
ახალი ფილიალების გახსნა და ბიზნესის გაფართოება დონას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნის მიღწევაში კი მას საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი დახმარებას უწევს.
საკონდიტროს მენეჯერი, სოფო დავითაძე გვიზიარებს, თუ როგორ უმარტივებს საქმიანობას საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი.
„ბიზნესი 21 წლის წინ დავიწყეთ. თავიდან ძალიან პატარა სივრცეში ვმუშაობდით. დროსთან ერთად ბევრ სიახლეს ვითვისებდით და გამოცდილებას ვიღებდით. დღეს უკვე დონას სამ ფილიალს ვამუშავებთ და ჩვენი ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ.
ჩვენთვის დრო მნიშვნელოვანი რესურსია, ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ვიმუშაოთ, ამაში საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი გვეხმარება“, – ამბობს სოფო დავითაძე.
მისი თქმით, სამომავლო მიზნების მისაღწევად, ბიზნეს მობილბანკში შეგროვებადი ანაბარი გახსნეს, რომელიც თანხის მარტივად და კომფორტულად დაგროვებას გვთავაზობს.
„აპლიკაციის დახმარებით ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია თვალი ვადევნოთ, რა მოცულობის თანხა გვაშორებს და რამდენი პროცენტით მივუახლოვდით დასახულ მიზანს“, – აღნიშნავს სოფო.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში ოთხი ტიპის ანაბარია ხელმისაწვდომი – ვადიანი, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე + და შეგროვებადი. შეგროვებად ანაბარს, რომლითაც საკონდიტრო დონა სარგებლობს, რამდენიმე უპირატესობა აქვს – მისი გახსნა 10 ლარიდანაა შესაძლებელი, სარგებელს კი მომხმარებელი, სურვილისამებრ, ყოველთვიურად ან ვადის დასრულებისას გაიტანს. გარდა ამისა, საქართველოს ბანკი ანაბრის ციფრულად გახსნის შემთხვევაში, მომხმარებლებს დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს – ვადიანი ანაბრის ლარში ან შეგროვებადი ანაბრის ნებისმიერ ვალუტაში ონლაინ გახსნისას, ბიზნეს მომხმარებლები 0.25%-ით მეტ სარგებელს მიიღებენ.
ანაბრის ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის მხოლოდ ერთი ნაწილია. აპლიკაცია აერთიანებს არაერთ პროდუქტს, სერვისსა თუ ფუნქციონალს, რომელიც ბიზნესებს პროცესების ოპტიმიზაციასა და განვითარებაში ეხმარება. მათ შორისაა ბიზნეს ნაკრებები, ბიზნეს შეთავაზებები, ჩატის ფუნქციონალი 24/7 მხარდაჭერით და სხვა. სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ახლახან Global Finance-მა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა.
საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესებისთვის ინოვაციების დანერგვას და საკონდიტრო დონას მსგავსად, კიდევ არაერთ ბიზნესს გაუზიარებს ახალ შესაძლებლობებს სწრაფი განვითარებისთვის.
ბიზნეს მობილბანკის ფუნქციონალების აღმოსაჩენად ან სასურველი ტიპის ანაბრის გასახსნელად ეწვიეთ ამ ბმულს, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.