აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარის დეპორტაციას გამორიცხავს. ამის შესახებ ტრამპმა New York Post-ს უთხრა.
“მე არ მინდა ეს გავაკეთო” – თქვა ტრამპმა პრინცი ჰარის ქვეყნიდან გაძევებაზე – “მე მას თავს დავანებებ, საკმარისი პრობლემები აქვს თავის ცოლთან. [მარკლი] საშინელი პიროვნებაა”.
პრინც ჰარის და მის მეუღლეს, მეგან მარკლს რამდენჯერმე ჰყავს ტრამპი გაკრიტიკებული, კერძოდ, მათ ნათქვამი აქვთ, რომ ტრამპი “საზოგადოების გამყოფი” და “ქალთმოძულე” პიროვნებაა.
Heritage Foundation-ის მტკიცებით, პრინცმა ჰარიმ აშშ-ს ვიზის აღების პროცესში დამალა ნარკოტიკების გამოყენების ფაქტები, რომლებიც მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიაში აღწერა, რის გამოც მის ვიზას შესაძლოა გაუქმება ემუქრებოდეს.
წყარო: ტაბულა
