„საკმარისი დრო არც ჩვენ უცხოელ პარტნიორებს რჩებათ – პროცედურული საშუალებებით შესაძლებელია რუსული კალკის განხილვის ან კენჭისყრის გადადება“ – ლევან ალაფიშვილი

„საკმარისი დრო არც ჩვენ უცხოელ პარტნიორებს რჩებათ – პროცედურული საშუალებებით შესაძლებელია რუსული კალკის განხილვის ან კენჭისყრის გადადება“ – ლევან ალაფიშვილი
„საკმარისი დრო არც ჩვენ უცხოელ პარტნიორებს რჩებათ. რთული სიტუაციის განმუხტვა საპარლამენტო უმრავლესობის ხელშია, მისი პასუხისმგებლობაა”- ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშილი სოციალურ ქსელში წერს.
„პრეზიდენტის მკაცრი განცხადების შემდეგ მხარეებს პრაქტიკულად აღარ აქვთ დრო სახელმწიფოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებისთვის.
საკმარისი დრო არც ჩვენ უცხოელ პარტნიორებს რჩებათ რთული სიტუაციის განმუხტვა საპარლამენტო უმრავლესობის ხელშია, მისი პასუხისმგებლობაა.
პროცედურული საშუალებებით შესაძლებელია რუსული კალკის განხილვის ან კენჭისყრის გადადება, აგრეთვე რეგისტრაციის არგავლით/სხდომაზე არმისვლით სხდომის ან კენჭისყრის გადადება.
ვენეციის კომისია დაჩქარებული წესით განიხილავს რუსულ კალკს და მისი დასკვნისთვის დალოდება არის ის საფუძველი რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია გადადოს დღეს თუ ხვალ ჩანიშნული განხილვები და კენჭისყრები.
ეს საშუალებას მისცემს უცხოელ პარტნიორებს და მეგობრებს განაგრძონ საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან დაწყებული კომუნიკაცია პრობლემის გადაწყვეტების თაობაზე.#საქართველოევროპაა #ივნისისთაობა“- წერს ლევან ალაფიშვილი.