“საკმარისია! ასე აღარ უნდა გაგრძელდეს” – რას აცხადებს მარიო ბალოტელი ხვიჩა კვარაცხელიაზე?

“ადანა დემირსპორის” ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ სერია A-ს გასული ტურის მატჩების შესახებ ისაუბრა და კომენტარი “ნაპოლისა” და “ვერონას” (2:1) შორის გამართულ შეხვედრაზეც გააკეთა.
“ინტერისა” და “მილანის” ყოფილმა შემტევმა ს გატანილ გოლს ფენომენალური უწოდა. მისი აზრით, ქართველზე ერთ-ერთ ეპიზოდში იუხეშეს და “პარტენოპეი” პენალტს იმსახურებდა.
“ამ მატჩში ადგილი სრულ აბსურდს ჰქონდა. ვერ ვიჯერებ, რომ კვარაცხელიას ეპიზოდში პენალტი არ დანიშნეს. რას აკეთებს ვიდეორეფერი? საკმარისია, ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. ქართველმა ფენომენალური გოლის გატანა მოახერხა, კარისთვის არც კი შეუხედავს. ამიტომ ეს მოქმედება კიდევ უფრო ლამაზი
გამოვიდა”, – განაცხადა ბალოტელიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 29 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა 5 საგოლე პასით გამოიჩინა.