“ქართული ოცნების” პრემიერთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, KTW ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძემ ამბობს, რომ კობახიძემ ბიზნესს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა.
“საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. არის გამოწვევები და ეს გეგმა, რომელიც წარმოადგინა აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდების გეგმებისგან. მხედველობაში მაქვს ეკონომიკური განვითარება და ზოგადად ქვეყნის გამოწვევა. ზოგადად იყო [პრეზენტაცია]… აქ არის ენერგეტიკის მხარე, დემოგრაფიის მიმართულება, ზოგადად ქვეყნის განვითარება და კურსი. ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს ჩხეიძე.
დღეს, 4 ივლისს, კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრა თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
