საკლუბო მუნდიალის მოსაგებად – “რეალი” ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში, „რეალი“ თითოეულ ფეხბურთელს 1 მილიონ ევროს დაჰპირდა – ეს ყველაზე დიდი პრემიელური თანხაა, რომელსაც გუნდის წევრები მსგავსი ტიტულის მოპოვების შემთხვევაში მიიღებენ.
As-ის ცნობით, „სამეფო კლუბი“ ტურნირს სტრატეგიული მნიშვნელობისად მიიჩნევს და მოთამაშეებს მიზნად გამარჯვების მოპოვება დაუსახეს. აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ იანვარიდან მოყოლებული „რეალი“ საკლუბო მუნდიალს არა წინასასეზონო სამზადისის ეტაპად, არამედ ჩემპიონთა ლიგის დონის ტურნირად განიხილავს.
„ბლანკოსის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უკვე ორჯერ ჩაფრინდა აშშ-ში თავისი გუნდის მატჩებზე და ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან.
6 ივლისს, მეოთხედფინალში „რეალი“ „დორტმუნდს“ დაუპირისპირდება.
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? – ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
[VIDEO] “რეალმა” “იუვენტუსს” მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
ლუნინი “რეალს” მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
“მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს” – გუტიმ “ბარსელონას” ვარსკვლავზე ისაუბრა
[VIDEO] “რეალის” ლამაზი გოლები “ზალსბურგთან” – ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და “იუვენტუსს” შეხვდება
“ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად” – ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
უარი “შტუტგარტის” მოთხოვნებზე – “რეალი” შტილერს აღარ შეიძენს