საკვების დეფიციტი ეთიოპიაში – გვალვისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამო, 50 ადამიანია დაღუპული

ჩრდილოეთ ეთიოპიაში, ტიგრისა და ამჰარის რეგიონებში, გვალვით გამოწვეული საკვების დეფიციტისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამო, 50 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტიგრაის რეგიონში, გვალვასთან ერთად, ვითარებას ართულებდა ორწლიანი სამოქალაქო ომი, რომელიც გასულ წელს დასრულდა, თუმცა, არეულობამ ამჰარის რეგიონში გადაინაცვლა. მიმდინარე წლის დასაწყისში, -მა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეთიოპიას სასურსათო დახმარება შეუწყვიტეს. მიზეზად “ფართოდ გავრცელებული და კოორდინირებული” ქურდობა დასახელდა. განმარტეს, რომ დახმარება მოქალაქეებამდე არ მიდიოდა და მას ხელისუფლება “იპარავდა”. დახმარების შეწყვეტამ ქვეყანაში სასურსათო კრიზისი გაამწვავა.
როგორც BBC წერს, ძლიერი გვალვის გამო, დაიხოცა 4000-ზე მეტი პირუტყვი.
მაშინ, როცა ჩრდილოეთ ეთიოპიაში გვალვაა, ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში წყალდიდობებს ებრძვიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გულუბრყვილო ვინმე თუ იფიქრებდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ოდნავ მაინც განსხვავებული იქნებოდა ევროსტრუქტურების მიერ ერთ ხმაში გაჟღერებული პოზიციისგან – მართლდება ცნობილი ანდაზა, რომ ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს