2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ბულგარეთი დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩამდე მედიასთან ჩვენი გუნდის მომავალი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ დიმიტროვმა ისაუბრა.
“მინდა, რამდენიმე საათით უკან დავბრუნდე და თურქეთთან მატჩზე ვისაუბრო. უკეთესი თამაში გვქონდა, მაგრამ საკამათო პენალტმა და ავტოგოლმა საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა.
ვიცით, როგორი გუნდის წინააღმდეგ ვიბრძოდით, მაგრამ ფეხბურთელების დამოკიდებულება და ქცევა ძალიან კარგი იყო, ეს არის ის, რაც გვინდა ვნახოთ. მოგიწოდებთ, რომ მათზე ზეწოლას თავი დაანებოთ, რადგან ავტოგოლების სერია შექმნილი დაძაბულობით არის გამოწვეული.
ნათელია, რომ ამ მომენტში ზეწოლის ქვეშ ვმუშაობთ, მაგრამ ეს ჩემზე უნდა იყოს და არა ფეხბურთელებზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შრომით გავაუმჯობესებთ ჩვენს თამაშს და კარგი შედეგებით გულშემატკივარს სტადიონზე დავაბრუნებთ.
ყველა მოთამაშეს და ყველა გუნდს სჭირდება გულშემატკივრები. სტატისტიკა კარგია, მაგრამ ისინი წარსულშია, ჩვენ კი აწმყოში. საქართველოს ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავს, რომლებთანაც ჩვენი მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ. მათი მოთამაშეები ბოლო დროს ძალიან განვითარდნენ.
გვინდა, საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეუბლებმა დავამთავროთ. რაც შეიძლება კარგად ვემზადებით, ყველაფერს გავაკეთებთ და ამ მატჩში მაქსიმუმის მიღწევა გვსურს.
როდესაც ჩვენი ფეხბურთელები ისე ითამაშებენ, როგორც ეს წარსულში ხდებოდა, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაზე და აშშ-ში დაუვიწყარი ზაფხულის გატარებაზე ოცნება შეგვიძლია.
მანამდე კი ყველა ასპექტში უნდა ვიმუშაოთ. ბიჭებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა. ინდივიდუალური კლასი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევეა გუნდური თამაშიც. მანამდე კი ყველაზე ასპექტში უნდა ვიმუშაოთ და ფეხბურთელებს გვერდში დავუდგეთ”, – თქვა დიმიტროვმა.
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის წინ E ჯგუფს 15 ქულით ესპანეთი ლიდერობს, მეორე პოზიციაზე მყოფ თურქეთს კი 12 ქულა აქვს. მესამე ადგილზე 3 ქულით საქართველოა, ჩვენს დღევანდელ მეტოქეს კი 0 ქულითა და ბურთების -17 შეფარდებით ბოლო პოზიცია უკავია.
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, “მალიორკასთან” ითამაშებს
მამარდაშვილის მწვრთნელს გაუშვებენ? – ფაბრიციო რომანო “ლივერპულის” გადაწყვეტილებაზე



