საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის ლიკვიდაციას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის ლიკვიდაციას ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ცვლილებები “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” კანონში ხორციელდება, საიდანაც ყველა იმ ნორმის ამოღება იგეგმება, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის სტრუქტურას, უფლებამოსილებებს და საქმიანობას შეეხება.
ეროვნული უსაფრთხიების საბჭო 2025 წლის 1-ელი სექტემრიდან იქნება ლიკვიდირებული.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში მთავრობამ წარადგინა. მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო – პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან ტელეფონით სამჯერ თუ ოთხჯერ ისაუბრა და აქედან არაფერი გამოვიდა – ის ფიქრობს, რომ ერთი-ერთზე უნდა მოუსმინოს მას, შეაფასოს – ტრამპისთვის შეხვედრა დათმობა არაა