საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს, სადაც შპს „მაგნატის“ საქმეს განიხილავენ

საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის – შპს „მაგნატის“ საქმის განხილვა.
ამ წუთებში, სხდომაზე შპს „მაგნატის“ მესაკუთრეს, ჯემალ ლეონიძეს უსმენენ.
„შპს „მაგნატის“ მესაკუთრემ, ჯემალ ლეონიძემ მრავალმილიონიანი ქონება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაკარგა უკანონო პროცედურების შედეგად. ერთ მშვენიერ დღეს ის აღმოჩნდა საპატიმროში. ის ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამართლდა და დადასტურდა სასამართლოს ყველა ინსტანციაში, რომ ტყუილად იჯდა საპატიმროში და მოიხადა არაერთი წელი ტყუილ-უბრალოდ“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.
ამასთან, სხდომაზე დაბარებულები არიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – და ბადრი ჯაფარიძე.
ცნობისთვის, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?