საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, ლენოვო ტენერიფემ თურქული დარუშაფაკა დაამარცხა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, ლენოვო ტენერიფემ თურქული “დარუშაფაკა” 72-ით 63 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი შერმადინმა მოედანზე 17 წუთი გაატარა.
ამ დროში მან 9 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა. მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი კი 7-ს გაუტოლდა. “ლენოვო ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში 3 მოგებით და 1 წაგებით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 დეკემბერს, ლატვიაში რიგას ესტუმრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი