მომღერალი, ბექა ჩხაიძე, ვიდეოს ავრცელებს, სადაც საქართველოს დედაქალაქში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ჩოხატაურში, ლანჩუთში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, რუსთავში, ლაგოდეხში, წალენჯიხაში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, მესტიაში და კიდევ არაერთ ქალაქში, აქციაზე გამოსულ ადამიანებს ლანძღავს, აგინებს და ამტკიცებს, რომ თურმე, მათ გაუხარდებათ, თუ აქციაზე ოცნების სპეცრაზმი ვინმეს მოკლავს. ვიდეოს ბოლოს, იგი ამბობს, რომ მისი გინება ყველას არ ეხება და აქციაზე მისი ახლობლებიც არიან და მათ არ აგინებს.
იგი ოცნების მხარდამჭერებს მიმართავს, ამხნევებს მათ, მოუწოდებს, დაწერონ სოციალურ ქსელში, გაავრცელონ ვიდეოები და ნუ შეეშინდებათ ხალხის რეაქციის. იგი ამტკიცებს, რომ “საკაიკაცო” ფეხზეა, უცნობია, რას გულისხმობს და რატომ ვერ ჯდებიან ‘საკაიკაცოს” წარმომადგენლები. იგი არ საუბრობს საჯარო მოსამსახურებზე, რომლებიც ასევე გაემიჯნენ ოცნების გადაწყვეტილებას, ან ოცნებასთან აფილირებულ იმ ბიზნესებზე, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციის დარღვებას და ამტკიცებს, რომ ისინი, (საკაიკაცო) არიან უმრავლესობაში და დაამთავრებენ, სავარაუდოდ, დაამთავრებენ შერჩევით, რადგან, როგორც თავად ირწმუნება, აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც არიან მისი ახლობლები არ აგინებს. ბექა იმასაც ირწმუნება, რომ აქციებს ჰყავთ ორგანიზატორები, როგორც ჩანს, პარტიულ ლიდერსაც, მამუკა მდინარაძესაც კი არ უსმენს, რომელიც ამტკიცებდა, რომ აქციას ლიდერიც კი არ ჰყავს.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები თვითდინებით გამოდიან არაერთი დღეა და აქციებს ორგანიზატორები არ ჰყავთ, თითოეული მონაწილე, თავადაა აქციის ორგანიზატორიც.
იგი ამბობს, რომ “საკაიკაცო” უმრავლესობაშია და 70 პროცენტია ქვეყნის, გამოდის, ის ადამიანები, რომლებიც ქართული ოცნების საგარეო კურსს აპროტესტებენ, ბექა ჩხაიძის აზრით, მხოლოდ 30 პროცენტია.
ბექა ჩხაიძე:
მთელი საკაიკაცო და მთელი ქვეყანა დგას ფეხზე, აკვირდებიან მოვლენებს, ერთი გადაძახება გვინდა და ჩვენ თვითონ დავამთავრებთ ყველაფერს. ხალხი გადამწარებულია. კი არ მეხალისება პოსტების წერა, მაგრამ დღეს ხანაა სოციალური ქსელის, ნუ უყურებთ მაგას, რომ შემოგესევიან… ნუ აქცევთ ყურადღებას. ყველამ დაწერეთ, დაინახონ, რომ უმეტესი ნაწილი 70 პროცენტი ვართ ჩვენი ქვეყნის გვერდით. რევოლუცია არა ის, სად ბანაობთ… გადაი@ვეს თავზე. ჩვენი ძალა დავანახოთ, ნურავის ნუ ვუყურებთო, ათასი კაცი რეკავს.
ბექა ჩხაიძე ამტკიცებს, რომ იმ ბიჭებს (რობოკოპებს) ხლაპუშკების არ ეშინიათ, სავარაუდოდ, პიროტექნიკას გულისხმობს და შესაძლოა, არ იცოდეს, რომ შემოსავლების სამსახურმა ლილოში ის მაღაზიები და საწყობები დალუქა, სადაც პიროტექნიკა იყიდებოდა.
კომენტარებში, ქართული ოცნების მომხრეები, ბექას მადლობას ეუბნებიან გამხნევებისთვის.