საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში – ვინ ტოვებს თანამდებობას მინისტრთა კაბინეტში

მომავალი პრემიერ-მინისტრი, , მინისტრთა კაბინეტში მასშტაბურ ცვლილებებს არ გეგმავს. ერთადერთი უწყება, რომელსაც ხელმძღვანელი შეეცვლება, თავდაცვის სამინისტროა. ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. ერთადერთი საკადრო ცვლილების მიზეზები მ განმარტა.
საჯაროდ დასახელების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანი მედიასთან არ გამოჩენილა. მომავალი თავდაცვის მინისტრი პარტიულ ყრილობას ესწრებოდა, თუმცა შეკრება კომენტარის გარეშე დატოვა. რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის სავარაუდოდ პოლიტიკიდან დიპლომატიაში გადაინაცვლებს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ნატოში საქართველოს მომავალი ელჩის პოზიცია შესთავაზეს. მოქმედ ელჩს, ვიქტორ დოლიძეს, 4 თვეში უფლებამოსილების ვადა ეწურება.
მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებით, სრულ მზადყოფნაში არიან ირაკლი კობახიძესთან, როგორც ახალ პრემიერთან, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილთან ახლა უკვე როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ისევ აქტიურად იმუშაონ.
პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის წარდგენამ სამთავრობო არა, თუმცა პარლამენტის დონეზე ცვლილებები გამოიწვია. “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობასთან ერთად, ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობასაც იკავებდა. დღეს დადასტურდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობის ახალი ლიდერი იქნება.
“ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებით, ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მსგავსად, ს პარტიის თავმჯდომარედ არჩევა ცვლილებებს არც პარტიულ დონეზე გამოიწვევს. “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის თქმით, სახელისუფლებო პარტია სტრუქტურულად ძლიერი და გამართულია.
2024 წელი მმართველ პარტიაში ცვლილებით დაიწყო, რაც სახელისუფლებო გუნდის ლიდერების განმარტებით, მომავალ არჩევნებში გარდაუვალი წარმატების საფუძველი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბატონ ივანიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და არაფორმალური მმართველები კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალებას მისცემენ – მას არაერთხელ აქვს ღიად გაცხადებული პოზიცია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არავითარ აქტივზე არ გაიცვლება!

კრედიტ სუისის“ საქმეში ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა უპირობოდ გაიმარჯვა. სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომი ორი ინსტანციის განჩინებაც და შვეიცარიული ბანკი ფინანსური და მორალური ნორმების დარღვევაში ცნო

ბიძინა ივანიშვილიც და მისი ოჯახიც ღიად ამბობს, რომ აგრძელებენ როგორც პოლიტიკურ, ასევე საქველმოქმედო საქმიანობას და თანხების დაბრუნების არანაირი მოლოდინი არ აქვთ, ამრიგად, უსამშობლო აგენტურის სიხარული სასაცილოა