“საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება” – რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ბულგარეთთან 1:2 დამარცხდა. ნამატჩევს პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
“ბოლო ერთი თვე იმაზე მძიმე იყო, ვიდრე მეგონა. თამაშიდან თამაშამდე შემადგენლობა იცვლება, მაგრამ შეცდომები უფრო გლობალურია. როცა ნაკრებში კვირკველია დავაბრუნეთ, ამას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ ის ძაღლივით, ბოლომდე იბრძოდა. საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემებიც ემატება, რაც საშუალებას არ გვაძლევს, ქვეყანამ იამაყოს.
ფეხბურთელებთან კომუნიკაცია კვლავ იდეალურია, ყველამ არსებული სიტუაციის ანალიზი უნდა გავაკეთოთ. პრობლემა ისიცაა, რომ ტოპლიგებში ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს, სათამაშო დროით განებივრებულები ნამდვილად არ ვართ. მეტი ტრანსფერი იყო სასურველი, რაც არ გამოვიდა, მაგალითად, დავითაშვილის შემთხვევაში და ეს ფაქტორებიც უარყოფითად მოქმედებს”, – განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა.
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო – გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს
საქართველო VS ესპანეთი – ნუთუ, ერთხელ მაინც არ შეგვიძლია?!
სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! – სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან