საკადრო გადაწყვეტილებაა, პოლიტიკასთან არაფერ შუაშია – პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებაზე

პარლამენტის თავმდჯომარის, ს განცხადებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტიდან გიორგი კეკელიძის გათავისუფლებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს.
მისი თქმით, როგორც ყველა ორგანიზაციას, ასევე ეროვნულ ბიბლიოთეკასაც „ახალი ენერგია სჭირდება“ და სწორედ ამ ახალი ენერგიით გააგრძელებს ეროვნული ბიბლიოთეკა მუშაობს ს დირექტორობით.
„რა თქმა უნდა, ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია საერთოდ პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს რაიმე შუაში პოლიტიკასთან. ამიტომ ეს მცდელობები, რაღაცნაირად დააკავშირონ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან, აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომლებიც ასეთ დაკავშირებას ცდილობენ. ეროვნული ბიბლიოთეკა არის ჩვენი საერთო, ქართველი ხალხის მემკვიდრეობა და მომავალი ერთ ორგანიზაციაში და ერთ შენობაში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, გიორგი კეკელიძის გათავისუფლება საკადრო გადაწყვეტილებაა.
„ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი, უფრო მეტი, ვიდრე ვართ თითოეული ჩვენგანი, თითქმის ორასწლოვანი ისტორიით. ამიტომ ის საქმე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში წლების განმავლობაში კეთდებოდა, არის მნიშვნელოვანი საქმე. ამის უკან დგას ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი კოლექტივი, რომელმაც სწორედ იმ სახით მოგვიტანა ეროვნული ბიბლიოთეკა, როგორიც ის არის და ასევე, იმ მომავლის ხედვით, რომელიც მას აქვს.
მე, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ გიორგი კეკელიძის ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან თავის კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის. დამატებით კომენტარს და განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, ვინაიდან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
11 იანვარს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოქმედმა დირექტორმა, მ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უთხრა, დროა დაკავებული თანამდებობა დატოვოს.
“პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა” – წერს კეკელიძე.
გიორგი კეკელიძის ნაცვლად ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტს კონსტანტინე გამსახურდია დაიკავებს.