პროექტის წარმდგენია საქართველოს ბანკი
ამ წლის Spotlight-ის დღესასწაულის მთავარი თემაა „მემკვიდრეობა“. ორი დღის განმავლობაში, სტუმრები შეძლებენ დაესწრონ ინსპირაციულ გამოსვლებს, მასტერკლასებს და ვორკშოპებს.
პროექტის წარმდგენია “საქართველოს ბანკი.”
მოქნილად დაგეგმილი პროგრამა, ნებისმიერ სტუმარს მისცემს საშუალებას შეხვდეს ძველ კოლეგებს და გაიცნოს ახალი პარტნიორებიც . ბილეთების გაყიდვა 8 დეკემბერს, tkt.ge-ზე დაიწყება.
Spotlight-ი Marketer.Ge-ს პროექტია და მისი ისტორია 2013 წელს იწყება. ღონისძიება აერთიანებს ადამიანებს და ბრენდებს, რომლებიც საინტერესო კვალს ტოვებენ ბიზნესის, მარკეტინგის, ტექნოლოგიების და ინოვაციების დარგში. პირველ წლებში, ღონისძიების ფოკუსი მხოლოდ მარკეტინგი და საკომუნიკაციო ინდუსტრია იყო, 2017 წლიდან, სფეროს ზრდასთან ერთად დაემატა ბიზნესის, სტარტაპების, ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებაც.
ამ პერიოდის განმავლობაში 300-ზე მეტ სპიკერს და ათასობით ადამიანს ვუმასპინძლეთ. ჩვენ ვიდეოებს, საერთო ჯამში, 10 მილიონზე მეტჯერ უყურეს. მეათე საიუბილეო ღონისძიება გამორჩეული და კიდევ ერთი დაუვიწყარი გამოცდილება იქნება.
მეტი დეტალისთვის გამოიწერეთ Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.