„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რის დიდ სცე­ნა­ზე ან­სამ­ბლ „ჰე­რი­ოს“ რი­გით მე­ო­რე სოლო კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ან­სამ­ბლის 15-წლი­ან შე­მოქ­მე­დე­ბით გზას აჯა­მებს.

სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტის ერთ-ერთი მხარ­დამ­ჭე­რია „სა­ირ­მეს რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ფერ­მა“, რაც კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს ბიზ­ნე­სის მა­ღალ სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და ჩარ­თუ­ლო­ბას კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

ბელა კო­ხო­ძე”,სა­ირ­მეს რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ფერ­მის” მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი: „ან­სამ­ბლ „ჰე­რი­ოს“ 15 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტის მხარ­და­ჭე­რა ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს არ არის მხო­ლოდ სა­კონ­ცერ­ტო სა­ღა­მო – ეს არის ქარ­თუ­ლი მუ­სი­კი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გზა, რო­მელ­საც დიდი გავ­ლე­ნა აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე.

„სა­ირ­მეს რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ფერ­მის­თვის“ პრი­ო­რი­ტე­ტია იმ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ეს პარტნი­ო­რო­ბა აერ­თი­ა­ნებს მუ­სი­კა­ლურ ინი­ცი­ა­ტი­ვებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და ბიზ­ნე­სის სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. სწო­რედ ამი­ტომ სი­ა­მა­ყით ვდგა­ვართ „ჰე­რი­ოს“ გვერ­დით ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს, რო­მე­ლიც, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, კულ­ტუ­რი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის ზე­ი­მია“.

„ჰე­რიო“ 2010 წელს შე­იქ­მნა და მა­ლე­ვე გახ­და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი ან­სამ­ბლი. ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი და ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბით „ჰე­რი­ომ“ მო­ი­პო­ვა მსმე­ნე­ლის სიყ­ვა­რუ­ლი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ.

სოლო კონ­ცერ­ტის პროგ­რა­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად იუ­ბი­ლეს­თვის შე­იქ­მნა და მო­ი­ცავს რო­გორც ახალ ნა­მუ­შევ­რებს, ისე ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბილ და საყ­ვა­რელ სიმ­ღე­რებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­გეგ­მი­ლია დუ­ე­ტე­ბიც, რაც სა­ღა­მოს კი­დევ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვანს გახ­დის.

კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი: ეკა მა­მა­ლა­ძე, ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი, ნატო გე­ლაშ­ვი­ლი, ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე, ქეთი ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი, ანა ღლონ­ტი, თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი, და­თუ­ნა სირ­ბი­ლა­ძე, გი­ორ­გი და ლუკა ჭო­ხო­ნე­ლი­ძე­ე­ბი და ან­სამ­ბლი „შვიდ­კა­ცა“. ან­სამ­ბლს ასე­ვე შე­უ­ერ­თდე­ბა კა­მე­რუ­ლი ორ­კესტრი და ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი ბენ­დი.

ნი­კო­ლოზ კირ­ვა­ლი­ძე, ან­სამ­ბლ „ჰე­რი­ოს“ ხელ­მძღვა­ნე­ლი: „ჩვენს სოლო კონ­ცერ­ტზე სა­გან­გე­ბოდ შერ­ჩე­ულ პროგ­რა­მას წარ­ვად­გენთ. ეს იქ­ნე­ბა ახა­ლი და ძვე­ლი სიმ­ღე­რე­ბის, დუ­ე­ტე­ბი­სა და იმ გა­მოც­დი­ლე­ბის სინ­თე­ზი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვაგ­რო­ვეთ.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მოვ­ყოფ პარტნი­ო­რე­ბის თა­ნად­გო­მას. „სა­ირ­მეს რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ფერ­მის“ მხარ­და­ჭე­რა მხო­ლოდ ფი­ნან­სურ ჩარ­თუ­ლო­ბას არ გუ­ლის­ხმობს – ის აერ­თი­ა­ნებს ნდო­ბას, მე­გობ­რო­ბა­სა და სა­ერ­თო მიზ­ნის­კენ, კერ­ძოდ, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ სვლას“.

ან­სამ­ბლ „ჰე­რი­ოს“ კონ­ცერ­ტი 29 სექ­ტემ­ბერს, 20:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.