“საინტერესო წინადადება გვაქვს, ვნახოთ, რა მოხდება” – ჯიქიას მსურველი გამოუჩნდა

გუშინ, 18 მაისს, მოსკოვის “სპარტაკმა” გვაუწყა, რომ კლუბი წარმოშობით ქართველ მცველ გიორგი ჯიქიას კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს და მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
ჯიქიას აგენტმა ვადიმ შპინევმა Match TV-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისი კლიენტის დამატებით “როსტოვი” ინტერესდება.
– გაჩნდა ჭორები, რომ ჯიქია შესაძლოა, “როსტოვში” გადავიდეს, თანაც კარპინი მას კარგად იცნობს
– გიდასტურებთ, საინტერესო წინადადებაა, მალე ამ კლუბის სპორტულ დირექტორს გავესაუბრები”, – განაცხადა ჯიქიას აგენტმა.
ჯიქია “სპარტაკის” ფორმას 2016 წლიდან ირგებდა, 2019 წლიდან კი კაპიტანი გახლდათ.
მან ჯამში 214 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,
სადაც 5 გოლი გაიტანა.