გუშინ, 18 მაისს, მოსკოვის “სპარტაკმა” გვაუწყა, რომ კლუბი წარმოშობით ქართველ მცველ გიორგი ჯიქიას კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს და მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
ჯიქიას აგენტმა ვადიმ შპინევმა Match TV-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისი კლიენტის დამატებით “როსტოვი” ინტერესდება.
– გაჩნდა ჭორები, რომ ჯიქია შესაძლოა, “როსტოვში” გადავიდეს, თანაც კარპინი მას კარგად იცნობს
– გიდასტურებთ, საინტერესო წინადადებაა, მალე ამ კლუბის სპორტულ დირექტორს გავესაუბრები”, – განაცხადა ჯიქიას აგენტმა.
ჯიქია “სპარტაკის” ფორმას 2016 წლიდან ირგებდა, 2019 წლიდან კი კაპიტანი გახლდათ.
მან ჯამში 214 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,
სადაც 5 გოლი გაიტანა.