საინტერესო ამბავი ინგლისში – დამკვიდრდება მრგვალი წითელი ბარათი?!

5 იანვარს, ინგლისის FA თასზე საინტერესო მოვლენა დაფიქსირდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ბრენტფორდისა” და “ვულვზის” შეხვედრაში (1:1) მსაჯმა ჰარინგტონმა სტუმართა ბრაზილიელი ნახევარმცველი ჟო გომესი უკვე მე-9 წუთზე გააძევა. არბიტრის გადაწყვეტილებეის მართებულობაზე მეტად, მსჯელობა იმან გამოიწვია, რომ წითელი ბარათი არა მართკუთხედის ფორმის, არამედ მრგვალი იყო.
საუკუნის დასაწყიში ინგლისში მსგავსი ფორმის ბარათების გამოყენება ხდებოდა, რისი მთავარი მიზეზი ისაა, მათ, ვისაც ფერების გარჩევის პრობლემა აქვს, ბარათი ფორმის მიხედვით განასხვავოს. ასევე, მსაჯისთვის უფრო მარტივია, ჯიბეში შესაბამისი ფერის ბარათს მიაგნოს.
ჰარინგტონი პრემიერლიგაშიც მსაჯობს. მან წითელი
ბარათი 2023 წლის 13 დეკემბერსაც გამოიყენა, როცა “პლიმუთის” ფეხბურთელი გააძევა. საინტერესოა, რა გაგრძელება მოჰყვება ამ ამბავს და წრიულ ბარათებს მომავალშიც თუ ვიხილავთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში