საინიციატივო ჯგუფმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სტრელკოვის (გირკინის) კანდიდატურას დაუჭირა მხარი

საინიციატივო ჯგუფმა მხარი დაუჭირა დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი მეთაურის, ეფესბეს რეზერვის პოლკოვნიკის, იგორ სტრელკოვის (გირკინი) პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას.

სტრელკოვის მხარდამჭერებმა კანდიდატის საჭირო 500 ხელმოწერა შეაგროვეს. ღონისძიება უნდა დასრულებულიყო მოსკოვის დროით 16: 00 საათზე, მაგრამ როგორც ტელეგრამის არხი „ოსტოროჟნო. ნოვოსტი“ იუწყება, ის გადაიდო რეგისტრაციისას რიგებისა და ადგილზე ნოტარიუსის არყოფნის გამო.
ნოტარიუსი დღის ბოლომდე არ გამოჩენილა. სხდომაზე ცესკოს წარმომადგენლებიც არ იმყოფებოდნენ. საინიციატივო ჯგუფმა პირობა დადო, რომ ხვალ განახორციელებს საჭირო ქმედებებს. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ შეხვედრაზე ნოტარიუსის არარსებობის გამო, სტრელკოვს რეგისტრაციაზე უარი ეთქვას.

კვირას უფრო ადრე, პარტია “ახალმა ადამიანებმა” პრეზიდენტობის კანდიდატად სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე, ვლადისლავ დავანკოვი წარადგინა.

ს ფედერაციის კომუნისტურმა პარტიამ, პრეზიდენტობის კანდიდატად პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ხარიტონოვი, წარადგინა, ხოლო ულტრამემარჯვენე ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ, მისი თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი. რაც შეეხება მმართველ “ერთიან რუსეთსა“ და პროსახელისუფლებო „სამართლიან რუსეთს“, მათ მხარი დაუჭირეს მოქმედ პრეზიდენტ, ს კანდიდატურას, რომელიც პრეზიდენტობის მეხუთე ვადით დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ 7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2024 წლის 17 მარტი განსაზღვრა. შესაბამის ბრძანებას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
დონეცკში პრორუსი სეპარატისტების ყოფილი მეთაური იგორ სტრელკოვი დააკავეს 2023 წლის ივლისის ბოლოს, რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკის გამო, რაშიც გამოძიებამ დაინახა ექსტრემიზმისკენ მოწოდებები.

ბრალდების მიხედვით, მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კანონის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სტრელკოვი ვერ იყრის კენჭს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა განაჩენის ძალაში შესვლამდე, მას აქვს კანდიდატად დარეგისტრირების უფლება.

ასევე დაგაინტერესებთ