“საიდუმლო სერობის” ოლიმპიადაზე ასეთი სახით გამოყენება ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელია” – ლა ლიგის პრეზიდენტი აღშფოთებულია

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ფრესკის “საიდუმლო სერობის” იმიტაცია და ტრანსგენდერებით შესრულება ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელია.
“მიუღებელი, უპატივცემულო და სამარცხვინოა! ასეთი სახით “საიდუმლო სერობის” პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოყენება ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელია. სად არის რელიგიური მრწამსის პატივისცემა?” – დაწერა ტებასმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter).
ვაი ასეთ ევროპას? ევროვიზია იყო და ლგებეტეებმა გადაჭამეს იქაურობა და ვიღაცა გაურკვეველმა მიიღო მთავარი პრიზი, აქ ოლიმპიდაზეა და ოლიმპიადის ჩირაღდანი დააკავეს ტრანსგენდერს. იქამდეც დაეცნენ, რო ლეონარდო და ვინჩის “სერობასაც” გადაწვდნენ. ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს იმათ, ვინც ეს უხამსობა დადგა! ევროპა მაგარ მარაზმშია, ამას უკვე ავადმყოფობა ქვია! აი ასეთ გადედლებულ ევროპაში გვინდა? ფუი…აი ამიტომაც გვებრძვიან ეს ლიბერასტები, რო კატეგორიული წინააღმდეგი ვართ მაგ სოდომისტობის.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში