საიდუმლო სამსახური – შეიარაღებულმა პირმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს შემაღლებული ადგილიდან ისროლა

შეიარაღებულმა პირმა ს მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს შემაღლებული ადგილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა, – ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს ბატლერში, პენსილვანიაში, სროლაში ეჭვმიტანილმა პირმა რამდენიმე გასროლა განახორციელა სცენის მიმართულებით, შეხვედრის გარეთ მდებარე შემაღლებული პოზიციიდან“, – აღნიშნულია სამართალდამცავი უწყების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მსროლელის ლიკვიდაცია საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს.
“საიდუმლო სამსახურმა სწრაფად უპასუხა დამცავი ზომებით და ყოფილი პრეზიდენტი, ტრამპი უსაფრთხოდაა. დაიღუპა შეხვედრის ერთი მონაწილე, ორი კი -მძიმედ დაშავდა. მიმდინარეობს ამ ინციდენტის გამოძიება. საიდუმლო სამსახურმა მომხდარის შესახებ FBI-ს შეატყობინა “, – განაცხადა საიდუმლო სამსახურის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ენტონი გულიელმიმ.

ასევე დაგაინტერესებთ