საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი მთვარის ნიმუშები
ფოტო: NASA
4
წაკითხვა
Artemis-ის მისია დაიწყო, ადამიანები მთვარისკენ ბრუნდებიან. ამის საპირისპიროდ, კვლავ აქტუალურია კონსპირაციის თეორიები, რომლების მიხედვითაც, მთვარეზე ჯერ არ ვყოფილვართ. ანუ, ყველაფერი ეს დადგმული იყო.
ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის! ადამიანმა მთვარეზე ფეხი ნამდვილად დადგა და არაერთხელ!
ამ კონკრეტულ სტატიაში ერთ არგუმენტს მოგიყვანთ, რის მიხედვითაც, აშკარაა, რომ ადამიანი მთვარეზე იმყოფებოდა.
Apollo-ს მისიებმა მთვარიდან მთლიანობაში 380 კილოგრამი (ნიმუში) ჩამოიტანა. ნებისმიერ ავტორიტეტულ გეოლოგს, რომელსაც შესაბამისი აღჭურვილობა და ლაბორატორია გააჩნია, შეუძლია მოითხოვოს ნიმუში და ბევრი ამას აკეთებს კიდევაც.
ფოტო: NASA
ეს რას ნიშნავს? ესე იგი, თუ მისია არ შემდგარა და მთვარიდან ნიმუშები არ ჩამოუტანიათ, ყოველი ავტორიტეტული თუ ცნობილი გეოლოგი ასევე შეთქმულია. მათ ყველაფერი იციან!
და მაინც, იქნებ მასალა გააყალბეს? გეოლოგებსაც ატყუებენ? კვლევები აჩვენებს, რომ მთვარიდან ჩამოტანილი ქანები წარმოქმნილია უჰაერო და მეტწილად უწყლო გარემოში, განსხვავებით დედამიწის პირობებისგან. მეტიც, მასალას ეტყობა, რომ მილიარდობით წლის განმავლობაში მზის ქარის უშუალო ზემოქმედების ქვეშ იყო — ასეთი აქტივობა კი პლანეტის ატმოსფეროს გამო დედამიწაზე არ გვხვდება (საბედნიეროდ).
თუ ათასობით გეოლოგი (მთელი მსოფლიოდან) არ არის შეთქმული, ისინი ამ “კონსპირაციას” აუცილებლად ამხელდნენ. მეტიც, მასალის გაყალბება ისე რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი ყოფილიყო იმ დროინდელი ტექნოლოგიისთვის ფიზიკურად შეუძლებელი გახლდათ.
ფოტო: NASA
შეგახსენებთ, ეს მხოლოდ ერთი არგუმენტია, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ ეს ყველაფერი კონსპირაცია ვერ იქნებოდა. Artemis 2-ის მისიის ფარგლებში, ყოველდღე ერთ ასეთ არგუმენტს შემოგთავაზებთ და ვეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მავნე კონსპირაციული თეორიების გაქარწყლებაში.
ყველა სხვა არგუმენტის ერთად ნახვა ამ სტატიაში შეგიძლიათ: საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — კონსპირაციის უარყოფა
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?5574 ნახვა
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს5100 ნახვა
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება3481 ნახვა
ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე?2759 ნახვა
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ2307 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
Sci-Tech
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
გადახედვა
მეცნიერება
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა
ხელოვნური ინტელექტი
როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო AI-მ გამორჩეულად შეცვალა
როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო AI-მ გამორჩეულად შეცვალა
გადახედვა
კოსმოსი
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
გადახედვა
მეცნიერება
Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება
Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება
გადახედვა
მეცნიერება
Artemis 2-ის ასტრონავტები გამოჩნდნენ — ფრენის ფანჯარა რამდენიმე საათში გაიხსნება
Artemis 2-ის ასტრონავტები გამოჩნდნენ — ფრენის ფანჯარა რამდენიმე საათში გაიხსნება
გადახედვა
კოსმოსი
სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი
სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი
ხელოვნური ინტელექტი
როგორ შეიცვალა ხელოვნური ინტელექტის მოდელები — მარტის 3 მთავარი სიახლე
როგორ შეიცვალა ხელოვნური ინტელექტის მოდელები — მარტის 3 მთავარი სიახლე
გადახედვა
კოსმოსი
6 რეკორდი, რომლებსაც Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის მისიის დროს დაამყარებენ
6 რეკორდი, რომლებსაც Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის მისიის დროს დაამყარებენ