საია წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობის შემთხვევებზე ანგარიშს მორიგ აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ბოლო ათწლეულებია წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდება, აქვეყნებს მორიგ ანგარიშს, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი ს წინა პერიოდს შეეხება. ორგანიზაციის შეფასებით, მათ მიერ იდენტიფცირებული ცხრა შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ცხრა შემთხვებიდან ექვსი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ იყო, ორი – მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“, ერთი კი პლატფორმა „აირჩიე ევროპის“ წინააღმდეგ.
ანგარიშში მოხვდა:
· „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ს თავს 11 აგვისტოს სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს დაესხნენ. მას სახეში ხელი მაშინ ჩაარტყეს, როცა ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა;
· კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებს თავს დაესხნენ ქარელში 8 სექტემბერს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს;
· „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ 19 სექტემბერს ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის დროს სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ;
· პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“. ადვოკატისა და თვითმხილველების თქმით, პოლიციამ 16 სექტემბერს ზურაბ აბაევს ჯერ სცემა და შემდეგ დააკავა;
· 3 აგვისტოს ბათუმში პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის წევრები ამომრჩეველს ხვდებოდა. ამ დროს პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა. „დაპირისპირების მხოლოდ ვერბალური ხასიათის მიუხედავად, შეიქმნა ერთგვარი მტრული გარემო, რამაც შეხვედრის თავისუფლად ჩატარებას ხელი შეუშალა“, – აღნიშნავენ საიაში.
· სიტყვიერი დაპირისპირება იყო 13 სექტემბერს ქუთაისში, პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე. როგორც საია იუწყება, „შეხვედრაზე მივიდა ენმ-ს წარმომადგენელი. იგი აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდას“;
· 15 სექტემბერს კი „აირჩიე ევროპას“ წარმონადგენლებს რუსთავში, „რუსთავი მოლის“ დაცვამ არ მისცა ბროშურების დარიგების შესაძლებლობა.
· რაჭაში, ამბროლაურის რაიონში ენმ-ს წარმომადგენელს, ბესო ქართველიშვილს ავტომობილი დაუზიანეს;
· ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში 15 სექტემბერს ავტომობილი დაუზიანეს „ქართული ოცნების“ წევრსა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ჯუმბერ იზორიას.
არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით 2024 წლის 26 ოქტომბერს იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ