საია: ცესკოს დადგენილების შესახებ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარვადგინეთ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება შეიტანა საქმეზე, რომელიც უკავშირდება სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) და “ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” სარჩელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის () წინააღმდეგ.
საია-ს ცნობით, სარჩელი ცესკო-ს მიერ 3 აპრილის N22/2025 დადგენილებას ეხება, რომლითაც საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა თავისუფალი გადაადგილება, ამომრჩევლის პირადობის დოკუმენტის დათვალიერება და აღმოჩენილი დარღვევების დოკუმენტირება შეიზღუდა.
საია-ს შეფასებით, აღნიშნული დადგენილება მნიშვნელოვნად ზღუდავს დამკვირვებელთა თავისუფალ გადაადგილებას საარჩევნო უბნებზე და მათ შესაძლებლობას, სრულფასოვნად შეასრულონ დაკვირვების ფუნქცია.
“ცესკოს მიერ მიღებული ცვლილებები დადგენილებაში, პირველ რიგში, წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსთან, რომელიც იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი სამართლებრივი აქტია. ამის გარდა, ის არაპროპორციულად და გაუმართლებლად ზღუდავს დამკვირვებლის საქმიანობას. კერძოდ, მას ეკრძალება თავისუფლად გადაადგილება უბანზე, რაც ხელს უშლის სრულყოფილ დაკვირვებას. წარმოდგენილი ცვლილებების ფონზე, დამკვირვებლები ვეღარ შეასრულებენ მათ უპირველეს მოვალეობას – ვერ დააიდენტიფიცირებენ პოტენციურ დარღვევებს და ვერ მოიპოვებენ მტკიცებულებებს, რაც გახდება სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრების დაუკმაყოფილებლობის საფუძველი.