საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ.
საია-ს ცნობით, ძალადობრივი მოქმედებები მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას არღვევს.
“რუსთაველის გამზირზე პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს აკავებს.
⭕ 29 დეკემბერს, დღის საათებში [14:14] შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ ქალებიც.
⭕ დაკავების პროცესს თან ისეთი ქმედებები, როგორიცაა თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა.
⭕ ამგვარი ქმედებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებსა და არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს”, – წერს საია.
***
პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს.
მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.