საია-ს ინფორმაციით, მზია ამაღლობელს დღეს „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს დღეს „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მათივე ცნობით, მზია ამაღლობელს სურს, რომ ადვოკატებთან ერთად 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში პირადად მიიღოს მონაწილეობა.
„მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა „ვივამედიდან” პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც.
ასევე, მას სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”